Saturday, October 22, 2016

მშობიარობის შემდგომი ბანდაჟი

მშობიარობის შემდგომი ბანდაჟის ტარება უმჯობესია დაიწყოთ ბავშვის დაბადების პირველივე დღეებში. იგი საუკეთესო საშუალებაა საშვილოსნოს შეკუმშვის პროცესის დასაჩქარებლად, ასევე საკეისრო კვეთის შემდეგ.
თუკი მშობიარობა ჩატარდა ფიზიოლოგიურად, ელასტიური ქამრის ტარება ქალს დაეხმარება სწრაფად აღიდგინოს ფორმა, დაუბრუნოს ტონუსი მუცლის კუთებსა და კანს; ბანდაჟი ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე და ხელს უწყობს სწორი აღნაგობის ფორმირებას.
გარდა ბანდაჟის უნივერსალური ვარიანტისა, რომელიც გამოიყენება როგორც მშობიარობამდე, ასვე მშობიარობის შემდგომ პერიოდებში, არსებობს აგრეთვე სპეციალური მოდელები. მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია, ის, რომ დამზადებულია უფრო ელასტიური მასალისაგან, აქვს მრავალდონიანი შესაკრავები, ასევე მკვრივი შემაკავებელი ჩანართი მუცლისათვის და მჭიდრო თასმა წელის ფორმირებისათვის.
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2016/06/07/msobiarobis-bandaji/
.



No comments:

Post a Comment